კოსმოსი

კოსმოსის ეპოქა — თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნილ სხვა კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებით.
კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირის მიერ გაშვებულ იქნა დედამიწისხელოვნური თანამგზავრი.[1] ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინისსრ კავშირი), ხოლო მთვარეზეადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისითთარიღდება (ნეილ არმსტრონგიედვინ ოლდრინიაშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსისვენერასმერკურისიუპიტერისსატურნისგამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერი სტიმულატორია.

Comments

Popular Posts