კოსმოსი
კოსმოსის ეპოქა — თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნილ სხვა კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებით. კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს , როდესაც სსრ კავშირის მიერ გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი . [1] ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს ( იური გაგარინი , სსრ კავშირი ), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება ( ნეილ არმსტრონგი , ედვინ ოლდრინი , აშშ ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები , მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი . ავტომატური აპარატებით ხდება მარსის , ვენერას , მერკურის , იუპიტერის , სატურნის...